ნატო-მ ოფიციალური ჰიმნი დაამტკიცა

ნატო-მ, პირველად ორგანიზაციის ისტორიაში, ოფიციალური ჰიმნი დაამტკიცა. გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო.

1989 წელს, სპეციალურად ორგანიზაციის 40 წლის იუბილესთვის ანდრე რეიჩლინგმა ჰიმნი დაწერა, რომელიც ლუქსემბურგის სამხედრო ორკესტრმა შეასრულა. მას შემდეგ რეიჩლინგის მიერ დაწერილი ჰიმნი ნატო-ს არაერთ ღონისძიებაზე შესრულდა, მათ შორის გასულ წელს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურებისა და პრეზიდენტების შეხვედრაზე.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ დამტკიცებულ ნატო-ს პირველ ჰიმნს არ აქვს ტექსტი და 20 მუსიკალურ ინსტრუმენტზე სრულდება. მათ შორისაა ფლეიტა, საქსოფონი, კლარნეტი და ა.შ.