ნატო ევროპაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. მანევრების ლოგისტიკური ცენტრი გერმანია იქნება.
როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, სამხედრო სწავლება სახელწოდებით „დამცველი 2020“ თებერვალში დაიწყება და მასში მონაწილეობას 20 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.
მანევრებში, აშშ-ისა და გერმანიის გარდა, მონაწილეობას ნატო-ს წევრი კიდევ 15 სახელმწიფო მიიღებს.
როგორც ვარაუდობენ, ამერიკელი ჯარისკაცები და ტექნიკა გერმანიაში თებერვალში ჩავა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში წვრთნები აპრილში დაიწყება.
მანევრების დროს ამერიკელი სამხედროები გერმანიიდან პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაემგზავრებიან.