ნატო ჩხეიძე - მოინდომეს, დაგვამონონ, დაგვაქეციანონ, რომ მერე ჩვენ, მუნიანებმა მხოლოდ ვუკმიოთ საკმეველი ივანიშვილს

ჩვენ, ყველანი- ხალხი და ოპოზიცია ვართ ერთად, რადგან ერთად უნდა ვშვათ ჩვენი მყოობადი. დიახ, ამ მოედანზე შევიკრიბეთ საქართველოს ერთგული ჯარისკაცები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, მათი მიზანი საქართველოს თავისუფლების გადარჩენაა.

„მოგესალმებით, საქართველოს მოქალაქეებო. ჩვენ, ყველანი- ხალხი და ოპოზიცია ვართ ერთად, რადგან ერთად უნდა ვშვათ ჩვენი მყოობადი. დიახ, ამ მოედანზე შევიკრიბეთ საქართველოს ერთგული ჯარისკაცები, ჯარისკაცები, რომლებსაც არ გვინდა გენერლობა. ჩვენ ყოველთვის ვრჩებით საქართველოს ჯარისკაცებად, განსაკუთრებით იმ მძიმე ვითარებაში, როგორიც დაუდგება ხოლმე ჩვენს ქვეყანას ზოგჯერ და ახლა სწორედ ასეთი დროა. ივანიშვილის სუს-მა, ივანიშვილის ცესკო-მ , ივანიშვლის ბიჭებმა კიდევ ერთხელ მოინდომეს, რომ შეცვალონ ჩვენი ქეყნის ბუნებრივი მიმდინარეობა და ჩვენი სამშობლო გამყინვარებაში დატოვონ. ამ ქრონიკულმა ყაჩაღებმა კიდევ ერთხელ იყაჩაღეს, ახლა ჩვენი ხმები მიისაკუთრეს და მოინდომეს, რომ დაგვამონონ, დაგვაქეციანონ მეგობრებო, აი, ეს მოინდომეს. რომ მერე ჩვენ, მუნიანებმა მხოლოდ ვუკმიოთ საკმეველი ბელად ივანიშვილს. ჩვენი პროტესტი ძალიან დიდია, ჩვენი პროტესტი სამართლიანია, რადგან ეს პროტესტი, ერთსულოვნება, გადაიქცევა იმ ძალად, რომელიც აიძულებს ივანიშვილს, რომ დათმოს ეს მიტაცებული ხმები, რომელიც აიძულებს ივანიშვილს, დანიშნოს ხელახალი არჩევნები, აიძულებს ივანიშვილს, დანიშნოს ხელახალი ცესკო, ჩვენ ამას მივაღწევთ, რადგან ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციას, რომელიც ტალახში ამოგვისვარეს, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, რომელიც გაგვითელეს, ვიცავთ პიროვნულ ღირსებას, რომელიც უნდათ, რომ წაგვართვან, მაგრამ ვერ შეძლებენ, რადგან ჩვენ ერთად ვართ, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ. დიდი მიზანი გვაქვს, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, მიწა-წყალი. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.