ნატო ჩხეიძე ნიკა მელიას მიმართავს - რომ გამოხვალ ციხიდან, მერე გნახავ და ერთი კარგი კონიაკიც ჩემზე იყოს
ნატო ჩხეიძე ნიკა მელიას მიმართავს - რომ გამოხვალ ციხიდან, მერე გნახავ და ერთი კარგი კონიაკიც ჩემზე იყოს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთადერთია ოპოზიციონერებიდან, ვისაც ციხეში ნიკა მელია არ მოუნახულებია.

ჩხეიძე მის მიერ მარტში ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს იხსენებს.

„მგონი ერთადერთი ვარ ოპოზიციიდან, ნიკა მელია ციხეში რომ არ მომინახულებია.

პ.ს. სიზმარში რომ ვნახე მელია ამ ერთი თვის წინ და დავწერე ფბ-ზე, იმისთანა გნიასი ატყდა, ბოტებ-ტროლების და მათ აყოლილი პირების მიერ, რომ ახლა ცხადში რომ ვნახო, წარმომიდგენია, რა ამბავი მოყვება.

ასე, რომ – არ ვნახავ.

თუმც, რომ გამოხვალ ციხიდან ნიკა, მერე კი გნახავ და ერთი კარგი კონიაკიც ჩემზე იყოს“, – წერს ნატო ჩხეიძე „ფეისბუქში“.

მგონი ერთადერთი ვარ ოპოზიციიდან, ნიკა მელია ციხეში რომ არ მომინახულებია😊

პ.ს. სიზმარში რომ ვნახე მელია ამ ერთი თვის…

Posted by ნატო ჩხეიძე on შაბათი, 08 მაისი, 2021