ნატო ჩხეიძე - ნიკა მელიამ არც თავის დროზე გადაიხადა გირაო და არც ახლა გადაიხდის
ნატო ჩხეიძე - ნიკა მელიამ არც თავის დროზე გადაიხადა გირაო და არც ახლა გადაიხდის

ნიკა მელიამ არც თავის დროზე გადაიხადა გირაო და არც ახლა გადაიხდის, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

როგორც ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის განცხადება არის მცდელობა, სამართლის გვერდის ავლით გამოიყვანონ ნიკა მელია ციხიდან.

„ნიკა მელია რომ არ გადაიხდის გირაოს, ეს ნათელია, მან არ გადაიხადა გირაო და არც ახლა გადაიხდის რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, ეს არის ივანიშვილის დავალება, რომ რაღაცნაირად მოახერხონ, ისევე უსამართლოდ და სამართლის გვერდის ავლით გამოიყვანონ ნიკა მელია ციხიდან. ეს იყო მცდელობა, ცხადია, სამართალთან ამას არავითარი შეხება არ ჰქონდა და მალე მოახერხებს პროკურატურა, რომ ყოველგვარი პირობის გარეშე გამოუშვას ნიკა მელია საპყრობილიდან. ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადახდაზე უარის თქმა არის პოლიტიკური საკითხი. ის გირაო, რომლის გადახდაც დააკისრეს გავრილოვის წინააღმდეგ მოქმედებისთვის, არ უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

დატოვე კომენტარი