ნატო ჩხეიძე - გვინდა, გავიგოთ, თავიანთი ნებით ხდება მიხეილ სააკაშვილის წამება თუ ვინმე სხვა ავალებს
გვინდა, გავიგოთ, თავიანთი ნებით ხდება მიხეილ სააკაშვილის წამება თუ ვინმე სხვა ავალებს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც დეპუტატები ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
„აქამდე არ უთქვამს, მაგრამ იქნებ გვითხრას, რას უპირებენ პატიმარს, პაციენტს; როდესაც მისი მოადგილეც კი ამბობს, რომ იქ, სადაც ახლა ის ჰყავთ, არ არის შესაბამისი პირობები. გვინდა, გავიგოთ, თავიანთი ნებით ხდება წამება მიხეილ სააკაშვილისა თუ კიდევ ვინმე სხვა ავალებს, ამისთვის ვართ მოსული, აქამდე არ შეგვხვედრია. იმედია, შეგვხვდება და რაღაცას იტყვის. არა, იმედი კი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ, საზოგადოება მოვითხოვთ დღეს, ხვალ, ზეგ და მერე უკვე ასე უთქმელად, ასე ულაპარაკოდ გაილალებიან ესენი ყველანი და იძულებულნი იქნებიან, დანიშნონ ვადამდელი არჩევნები და აი, მერე საქართველოს მოსახლეობა აირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც იქნება სამართლიანი, რომელიც იქნება დემოკრატიული და რომელიც თავიანთ ხალხს უგდებს ყურს“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.