ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა

17:10, 03.11.2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იყო გადასული.

მსგავსი