ნათია თურნავამ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის 24-ე წლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის 24-ე წლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 24-ე წლიურ კონფერენციაში, სადაც დიჯიტალიზაციისა და გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში ცენტრალური ბანკების როლის შესახებ იმსჯელეს.

სებ-ის ინფორმაციით, ამავე კონფერენციის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტთან, კრისტინ ლაგარდთან შეხვედრისას მიეცა შესაძლობლობა, გაეცვალა ხედვები საფინანსო სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

ნათია თურნავამ კრისტინ ლაგარდს, ეროვნული ბანკის სახელით, ECB-ს მხრიდან მხარდაჭერისთვის პირადად გადაუხადა მადლობა.

BIS-ის ყოველწლიურ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: ინგლისის ბანკის პრეზიდენტი ენდრიუ ბეილი, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტი პან გონშენგი.