ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული ერთ-ერთი საწარმო დაათვალიერა [ფოტო]
ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული ერთ-ერთი საწარმო დაათვალიერა [ფოტო]

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან, მიხეილ ხიდურელთან ერთად დღეს საწარმო „მეგადორსი“ დაათვალიერა.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, კომპანია წარმოებას აფართოებს. კომპანიამ სესხის თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლა და შედეგად, ავეჯის საწარმოსა და შოურუმის მოწყობას გეგმავს. დამტკიცებული კრედიტის ფარგლებში, კომპანია დამატებით 6 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

პირველ ეტაპზე „მეგადორსი“ სულ მცირე 22 ადამიანს დაასაქმებს, თუმცა პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.