ნათია თურნავა - ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას რომ უსმინო, მოსახლეობას არ უნდა დავეხმაროთ, უნდა შევწყვიტოთ მათზე ზრუნვა მხოლოდ იმის გამო, რომ საარჩევნო კალენდარია
ნათია თურნავა - ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას რომ უსმინო, მოსახლეობას არ უნდა დავეხმაროთ, უნდა შევწყვიტოთ მათზე ზრუნვა მხოლოდ იმის გამო, რომ საარჩევნო კალენდარია

ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას რომ უსმინო, ესე იგი, უნდა გავჩერდეთ, არაფერი გავაკეთოთ, არ დავეხმაროთ ჩვენ მოსახლეობას, შევწყვიტოთ მათზე ზრუნვა მიუხედავად პანდემიისა, მხოლოდ იმის გამო, რომ საარჩევნო კალენდარია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელისუფლების მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული დახმარების შესახებ არასამთავრობო სექტორის განცხადებებს.

„ეს არის სუბიექტური და არასწორი შეფასება. მთელი მსოფლიო და რა თქმა უნდა, საქართველოც ებრძვის პანდემიას. ჩვენ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ვეხმარებოდით და კვლავაც დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, რათა შევარბილოთ ის დარტყმა, რაც მოიტანა პანდემიამ. ეს არანაირად არ არის კავშირში არჩევნებთან, რადგან ჩვენ ადრეც ვეხმარებოდით მოსახლეობას და მომავალშიც დავეხმარებით. მოსახლეობაზე ზრუნვა არის ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი