ნათია თურნავა - „ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე საქართველოში ბაზას კვლავ აღადგენს
ნათია თურნავა - „ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე საქართველოში ბაზას კვლავ აღადგენს

„ვიზეარი“ ხედავს პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარების და აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით ბაზა აღდგება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, „ვიზეარს“ თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა კოვიდპანდემიის გამო მოუხდა, თუმცა ახლა საქართველოში ბაზის აღდგენას კვლავ განიხილავს.

„ერთი სასიხარულო ამბავია. ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის პერსპექტივებს, ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად. ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს აძლევს საშუალებას, მაგალითად, „ვიზეარს“, რომელსაც ჩვენ ყველანაირად შევუწყვეთ ხელი, 2016 წელს შემოვიყვანეთ და მერე გავაფართოეთ მისი ფრენები. „ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო კოვიდპანდემიით გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება და ბევრ ქვეყანაში მოუწია საავიაციო კომპანიებს და „ვიზეარს“ თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა, მაგრამ ახლა ხედავს პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარების და აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით ბაზა აქ აღდგება“, – განაცხადა თურნავამ.