ნათია თურნავა - ვაჭრობასთან მიმართებაში გარკვეული ლიბერალიზაციის შემთხვევაში, არავის ეგონოს, რომ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, არავითარ შემთხვევაში
ნათია თურნავა - ვაჭრობასთან მიმართებაში გარკვეული ლიბერალიზაციის შემთხვევაში, არავის ეგონოს, რომ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, არავითარ შემთხვევაში

ძალიან დინამიური ვითარებაა, ზოგადად პანდემიასთან დაკავშირებით. სრულიად ახალი ინფორმაცია მივიღეთ დიდი ბრიტანეთიდან, სადაც ახალი მუტაციის ვირუსი გაჩნდა. აქაც უნდა ვიფიქროთ, რა დამცავი ზომები უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ შეზღუდვებთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„რისკები საკმაოდ მაღალია, ამიტომ ჩვენ დამატებით დრო დაგვჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია ამ დღეებში ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს, რომ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი. არავითარ შემთხვევაში. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით დატვირთული გადაწყვეტილება. ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, იმდენად რთული საკითხია და იმდენად ვუფრთხილდებით პირველ დადებით ნიშნებს, რაც გვაქვს და ჯანდაცვის სექტორს, რომ მეტი მსჯელობა გვჭირდება. მანამდე, თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ჩემი პირადი მოსაზრებები გაგაცნოთ“, – განაცხადა თურნავამ.