ნათია თურნავა - უკანონო მიყურადება შემაშფოთებელი დარღვევაა, ჩვენ ეს პრაქტიკა 2012 წელს დავასრულეთ
ნათია თურნავა - უკანონო მიყურადება შემაშფოთებელი დარღვევაა, ჩვენ ეს პრაქტიკა 2012 წელს დავასრულეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უკანონო მიყურადება შემაშფოთებელი დარღვევაა და მსგავსი პრაქტიკა 2012 წელს დასრულდა.

ამასთან, თურნავას თქმით, „შეთითხნილი ჩანაწერები“ ახლა გასაჯაროვდა იმის გამო, რომ მოლაპარაკებებს ხელი შეეშალოს.

„მთავარი და შემაშფოთებელი დარღვევა არის უკანონო მიყურადება. ჩვენ ეს დავამთავრეთ 2012 წელს და მსგავსი პრაქტიკა ძალიან შემაშფოთებელია. მაგრამ, მინდა, მეორე რამესაც მიაქციოთ ყურადღება და იმედია, პროკურატურა ამაზეც იმსჯელებს – რატომ აღმოჩნდა ეს ჩანაწერები, ეს შეთითხნილი ჩანაწერები საჯარო ახლა, რატომ ახლა? იმიტომ, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის მსგავს ფოლისებს აკეთებს, როდესაც მოახლოებულია შეთანხმება, მაგიდის აყირავების მიზნით კეთდება ეს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.