ნათია თურნავა - თანმიმდევრულად ვახორციელებთ ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ შეზღუდვები არის კვლავაც წერტილოვანი და არა საყოველთაო ლოკდაუნი
ნათია თურნავა - თანმიმდევრულად ვახორციელებთ ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ შეზღუდვები არის კვლავაც წერტილოვანი და არა საყოველთაო ლოკდაუნი

ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ  ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ შეზღუდვები არის კვლავაც ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო ლოკდაუნი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ანთია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, „ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები“.

„შეზღუდვები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და ამაზე საუბარი გვქონდა ამ დღეებში ბიზნესთან, არის კვლავაც არასაყოველთაო, ეს არ არის ე.წ  ლოკდაუნი. ეს შეზღუდვები არის ლოკალური, რადგან კონკრეტულ ქალაქებში განხორციელდება. ასევე, ეს არის არასაყოველთაო, არამედ სექტორული, რადგან კონკრეტულ სექტორებზე იქნება მიმართული, რომელიც ტრადიციულად არა მარტო ჩვენთან, არამედ ევროპაში, სხვა ქვეყნებში აგენერირებს უფრო მეტ მობილობას. ეს არის ძირითადად არასასურსათო ვაჭრობა, ბაზრობები, რესტორნები და ზამთრის კურორტები. ასევე, მნიშვნელოვანია, მიაქციოთ ყურადღება, რომ შეზღუდული ეკონომიკის სექტორები, შეზღუდული ბიზნესები არასრულად ჩერდება, გამონაკლისია მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტი, არამედ გადადის საქმიანობის სხვა ფორმაზე. მაგალითად, რესტორნები იმუშავებენ გატანის სერვისებით. ესეც მნიშვნელოვანია. იგივე ვაჭრობის ობიექტები  გადავლენ ონლაინვაჭრობაზე  და მიტანის სერვისზე, რაც უკვე აპრობირებული ფორმაა და ამისთვის ძირითადად,არიან მომზადებულები. საბითუმო ვაჭრობა გრძელდება, გრძელდება სხვა სამეწარმეო  საქმიანობა. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ  ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ შეზღუდვები არის კვლავაც ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო ლოკდაუნი“, – განაცხადა თურნავამ.