ნათია თურნავა - საქართველოში აშშ-ის კომერციული რეგიონული წარმომადგენლობა შეიქმნება
ნათია თურნავა - საქართველოში აშშ-ის კომერციული რეგიონული წარმომადგენლობა შეიქმნება

მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს განიხილავს, როგორც პოტენციურ ჰაბს რეგიონში, სადაც აშშ-ის კომერციული და ეკონომიკური რეგიონული წარმომადგენლობა უნდა არსებობდეს. ეს იქნება წარმომადგენლობა, რომელიც მთლიანად რეგიონს მოემსახურება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის კომენტირებისას.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნება, რომელიც რეგიონული დატვირთვის ოფისი იქნება.

მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის კომერციის მდივან ვილბურ როსის შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

დოკუმენტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.