ნათია თურნავა - საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას მხოლოდ „პისიარ“ ტესტის საფუძველზე, სავალდებულო კარანტინის გარეშე შეძლებენ
ნათია თურნავა - საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას მხოლოდ „პისიარ“ ტესტის საფუძველზე, სავალდებულო კარანტინის გარეშე შეძლებენ

უახლოეს ხანში ძალაში შევა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ქვეყანაში შემოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდურიპისიარ“ ტესტებით სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე. მათ შეეძლებათ შემოვიდნენ პისიარ-ლაბორატორიების უარყოფითი ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში, – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომზადებულია მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს პერიოდში შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდურიპისიარ“ ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში.

მინისტრის განცხადებით, ესეც საკმაოდ დადებითი ცვლილებაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად გააქტიურდება თუნდაც ბიზნესი და საქმიანი ვიზიტები საქართველოში.

„მთავარია, რომ სავალდებულო კარანტინი ადამიანის სურვილით შეიძლება ჩანაცვლდეს „პისიარ“ ტესტით. თუ ვინმეს არ აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს აღნიშნული ტესტი, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ კვლავაც უფასოდ მოვემსახურებით კარანტინებით“, – აღნიშნა მინისტრმა.