ნათია თურნავა - საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთლიანად ტურიზმის ინდუსტრიაზე გადაერთვება
ნათია თურნავა - საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთლიანად ტურიზმის ინდუსტრიაზე გადაერთვება

საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთლიანად გადაერთვება ტურიზმის ინდუსტრიასა და სასტუმრო ბიზნესზე, რათა განვითარების, გაფართოების პროექტები არ გაჩერდეს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ფინანსური რესურსი იქნება მიმართული თანაუზრუნველყოფისთვის, როდესაც ბანკი განიხილავს და გასცემს სესხს ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის ან არსებული ტურისტული ბიზნესის გაფართოებისთვის.

მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა – მცირე სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებაა.

„შედეგად, ჩვენ არსებულ ბიზნესს ვუმსუბუქებთ ფინანსურ ტვირთს და სამომავლოდ განვითარებისთვის ვაძლევთ ძალიან კარგ პერსპექტივას“, – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.

დატოვე კომენტარი