ნათია თურნავა - როგორც კი ბიუჯეტში შევა ცვლილებები, საკრედიტო-საგარანტიო პროგრამა სრულფასოვნად ამოქმედდება
ნათია თურნავა - როგორც კი ბიუჯეტში შევა ცვლილებები, საკრედიტო-საგარანტიო პროგრამა სრულფასოვნად ამოქმედდება

როგორც საბიუჯეტო ცვლილებები დამტკიცდება, საკრედიტო-საგარანტიო სქემასთან დაკავშირებული პროგრამა სრულფასოვნად ამოქმედდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, სქემასთან დაკავშირებული ცვლილებები საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბიუჯეტი 20 მილიონიდან 300 მილიონამდე იზრდება. სიახლეა, რომ ამ პროგრამაში ბანკებთან ერთად, ერთვებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, რისთვისაც დამატებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა, ანუ მთლიანობაში საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა. ეს ნიშნავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების მიმღები მიკრო და მცირე ბიზნესები 20 ათასი ლარისა და მეტი სესხის მიღების მსურველები შეძლებენ, ისარგებლონ ჩვენი თანაუზრუნველყოფით სესხის 30 პროცენტის ოდენობით. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ როგორც კი ბიუჯეტში შევა ცვლილებები, უკვე ავამოქმედოთ ეს პროგრამა სრულფასოვნად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.