ნათია თურნავა - რაც უფრო მალე აღდგება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის
ნათია თურნავა - რაც უფრო მალე აღდგება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადების თქმა გამიჭირდება, რადგან შეჩერების გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მინისტრის თქმით, რაც უფრო მალე განახლდება პირდაპირი ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის.

„ჩვენი აზრით, რაც მალე აღდგება, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის. ჩვენ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, არაერთხელ გვითქვამს – რადგან ფრენების შეჩერებამ დააზარალა უბრალო ადამიანები, ჩვენი ოჯახები, მცირე ბიზნესი და საოჯახო სასტუმროები, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თუ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება და ფრენები აღდგება. ჩვენი შესაბამისი სამსახურები, ვინც საჰაერო სივრცის საკითხებს განაგებს, მზად არიან და უკვე გარკვეული წერილობითი კომუნიკაცია ჰქონდათ, საჭიროების შემთხვევაში დიალოგში ჩაერთონ“, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

 

დატოვე კომენტარი