ნათია თურნავა ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს ხვდება
ნათია თურნავა ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს ხვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს ხვდება. მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მიმდინარეობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრისა და ბიზნესსექტორის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე კერძო სექტორის, მათ შორის მცირე სასტუმროების მფლობელებს უკვე რამდენჯერმე, თბილისსა და აჭარაში შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა არსებული სიტუაციის შეფასება, თუ როგორ აისახა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა ტურისტულ ნაკადებსა და შესაბამისად, მათ საქმიანობაზე“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ნათია თურნავა პირადად კერძო სექტორის ხედვას, სახელმწიფომ რა დახმარება  და მხარდაჭერა შეიძლება გაუწიოს მათ არსებული სიძნელეების დაძლევის პროცესში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორთან პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია საერთო სურათის შეფასებისა და არსებული გამოწვევების დარეგულირების გეგმის დასახვის პროცესში.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო კვირის ბოლოს საზოგადოებას ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემების დაძლევის საკუთარ პროგრამას გააცნობს.

დატოვე კომენტარი