ნათია თურნავა ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა
ნათია თურნავა ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქობულეთში დღეს მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა.

მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქობულეთში, ისევე როგორც მთლიანად აჭარაში მცირე სასტუმროების დიდი ნაწილი, ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებს ემსახურება, ტურისტული ემბარგო კი, მათ შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მინისტრს სთხოვეს დახმარება, რათა ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს რუსეთიდან ტურისტების შენარჩუნებას მათთვის საქართველოში ჩამოსასვლელი ალტერნატიული გზების გამონახვაში, ასევე ალტერნატიული ტურისტული ბაზრების ათვისებაში.

აქციის მონაწილეებმა ასევე ითხოვს, მთავრობამ გაუწიოს შუამდგომლობა კომერციულ ბანკებთან სესხების მომსახურებისას შეღავათების კუთხით. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ საკითხს ბანკების მმართველებთან შეხვედრაზე აუცილებლად დააყენებს.