ნათია თურნავა - პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში კიდევ 15 ობიექტის გაყიდვას ველოდებით
ნათია თურნავა - პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში კიდევ 15 ობიექტის გაყიდვას ველოდებით

ეკონომიკის სამინისტრო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში, ახლო მომავალში კიდევ 15 ობიექტის გაყიდვას ელოდება.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა.

„არასრულ ერთ კვირაში ჩვენ მოვახერხეთ და გაიყიდა 100 ობიექტიდან ექვსი ობიექტი და მივიღეთ რვა მილიონი ლარის შემოსავალი. ეს არის საკმაოდ მაღალი ტემპი, ანუ ჩვენ ჩათვალეთ, რომ პრივატიზაცია დაიწყო ძალიან კარგად. ბოლო მონაცემებით, კიდევ 15 ობიექტზე იყო ბიჯი განთავსებული, ეს ნიშნავს, რომ ეს ობიექტები გაიყიდება.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი უპრეცედენტოა და იქნება ძალიან წარმატებული, ძალიან მასშტაბური და თვითონ ის ფაქტი, რომ ინტერესი ბიზნესის მხრიდან ასეთი მაღალია, ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის სისწორეს. ყველა ტურბულენტობის მიუხედავად, შევძელით და ბიზნესი გადავრთეთ პოზიტიურ დღის წესრიგზე. ისინი პრივატიზაციით და ინვესტირებით არიან ახლა დაკავებულები”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში ამ დროისათვის ექვსი ობიექტია გაყიდული.