ნათია თურნავა - პირადად ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი აპირებს, გვესტუმროს, რაც კიდევ ერთი ძლიერი მესიჯი იქნება ევროკავშირის მხრიდან, რამდენად უჭერს ის მხარს საქართველოს
ნათია თურნავა - პირადად ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი აპირებს, გვესტუმროს, რაც კიდევ ერთი ძლიერი მესიჯი იქნება ევროკავშირის მხრიდან, რამდენად უჭერს ის მხარს საქართველოს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ვროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ზაფხულისთვის აპირებს, ესტუმროს საქართველოს, რაც კიდევ ერთი ძლიერი მესიჯი იქნება ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად უჭერს ის მხარს თავის პარტნიორ საქართველოს.

„მინდა აღვნიშნო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ბატონ დომბროვსკისთან შეხვედრა, სადაც როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობა იქნა განხილული, მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ მან თანხმობა აღგვიქვა, გვესტუმროს საქართველოში სავარაუდოდ 2021 წლის ზაფხულში, როდესაც ჩვენ ვაპირებთ, ჩავატაროთ ასოცირების წევრი ქვეყნების ეკონომიკური მინისტერიალი. პირადად ვიცე-პრეზიდენტი აპირებს, გვესტუმროს, რაც კიდევ ერთი ძლიერი მესიჯი იქნება ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად უჭერს ის მხარს თავის პარტნიორს, თავის დასაყრდენს რეგიონში, საქართველოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.