ნათია თურნავა - „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიას მოვთხოვთ, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად
ნათია თურნავა - „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიას მოვთხოვთ, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად

„ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიას მოვთხოვთ, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, დასაქმდეს არა რიგით, არამედ მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ პოზიციებზე.

„ამისთვის აუცილებელია ცოდნა და ჩვენ მოვთხოვთ ინვესტორ კომპანიას, უზრუნველყოს მათი მომზადება-გადამზადება, რათა მოსახლეობამ მეტი გამოცდილება შეიძინოს და ეს პროექტი მთლიანად საქართველომ გამოიყენოს. თვითონ ჩაერთონ და იმუშაონ. შესაბამისად, ბევრი რამის გათვალისწინება დღესაც შეიძლება და ეს შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა „შეხვედრა შეხვედრისთვის“. ეს შეხვედრა არის ჩვენთვის, მთავრობისთვის გზამკვლევი, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ პროექტის საწყის ეტაპზე გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დატოვე კომენტარი