ნათია თურნავა - მკაცრი კონტროლით უკვე შესაძლებელია, გავაფართოვოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც მხოლოდ „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლაა საქართველოში შესაძლებელი
ნათია თურნავა - მკაცრი კონტროლით უკვე შესაძლებელია, გავაფართოვოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც მხოლოდ „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლაა საქართველოში შესაძლებელი

უკვე შესაძლებელია მკაცრი კონტროლით გავაფართოვოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც მხოლოდ პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლაა საქართველოში შესაძლებელი. დაემატა სამეზობლო მთლიანად და რეგიონის ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ტურიზმის სექტორის აღდგენას ხელს შეუწყობს.

„გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ამ ქვეყნების ნაწილიდან ჩვენთან მოდიან ავიაკომპანიები, ვინც ისედაც იყო წარმოდგენილი საქართველოში, მაგრამ მზად არიან, გააფართოვონ ფრენის არეალი, მათ შორის თუნდაც ყაზახეთიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალში ტურიზმის აღდგენისთვის“, – განაცხადა თურნავამ.