ნათია თურნავა - მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს და პირველ რიგში, ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას დღევანდელი მიღწევა
ნათია თურნავა - მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს და პირველ რიგში, ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას დღევანდელი მიღწევა

მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს და პირველ რიგში, ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას დღევანდელი მიღწევა. დღეს საქართველო აირჩიეს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს კანდიდატურას არჩევნებში.

„გლობალური ტურისტული ინდუსტრიის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების დროს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის პრობლემების გადაწყვეტაში.

რაც შეეხება იმ სარგებელს, რასაც საქართველო მიიღებს, ესაა საქართველოს შესახებ ინფორმაციის გატანა და მისი ცნობადობის გაზრდა, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის უფრო მეტად წარმოჩენა როგორც მიმზიდველი, უნიკალური და უსაფრთხო ტურისტული გარემოსი“, – განაცხადა მინისტრმა.