ნათია თურნავა - მასწავლებლებს, პენსიონერებს, ჯარისკაცებსა და პოლიციელებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ, რაც ბიუჯეტის განხილვისას ნათლად იყო გაცხადებული
ნათია თურნავა - მასწავლებლებს, პენსიონერებს, ჯარისკაცებსა და პოლიციელებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ, რაც ბიუჯეტის განხილვისას ნათლად იყო გაცხადებული

მასწავლებლებს, პენსიონერებს, ჯარისკაცებსა და პოლიციელებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ, ბიუჯეტის განხილვისას ეს ნათლად იყო გაცხადებული ,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ამ კომენტარით ნათია თურნავამ პრემიების გაზრდის საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„ჩვენ როდესაც ვამუშავებდით და პარლამენტში წარვადგინეთ ბიუჯეტი, ნათლად იყო გაცხადებული, მოსახლეობის და საჯარო მოხელეების კატეგორიები იქნებოდა და 2020-შიც იქნება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, პენსიონერები, ჯარისკაცები და პოლიციელები. შესაბამისად, ეს არის სწორედ ამის დასტური, რომ მთავარი აქცენტი კეთდება პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სხვა რამოდენიმე კატეგორიის კეთილდღეობაზე“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ.