ნათია თურნავა - მალე დასრულდება ძველი ტექნიკური დასაბუთების გადახედვა და მივხვდებით, როგორი სტრუქტურით გავხადოთ  ანაკლიის პორტის პროექტი მეტად მიმზიდველი ინვესტორებთან სასაუბროდ
ნათია თურნავა - მალე დასრულდება ძველი ტექნიკური დასაბუთების გადახედვა და მივხვდებით, როგორი სტრუქტურით გავხადოთ ანაკლიის პორტის პროექტი მეტად მიმზიდველი ინვესტორებთან სასაუბროდ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ძველი ტექნიკური დასაბუთების გადახედვა ახლო მომავალში დასრულდება.

თურნავას თქმით, ამის შემდეგ ნათელი გახდება, როგორი სტრუქტურით უნდა გახდეს პროექტი მეტად მიმზიდველი ინვესტორებთან სასაუბროდ.

„შავი ზღვის სანაპირო კარიბჭეა, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. აქ დღეს სამი დიდი პროექტი მიმდინარეობს – ფოთის პორტის გაფართოება, PACE-ის სატერმინალო ინფრასტრუქტურის აშენება, რომელიც აშშ-ის თანადაფინანსებით ხორციელდება და ანაკლიის პროექტი, რომელიც ჩვენი პრიორიტეტია. სულ მალე დასრულდება ძველი ტექნიკური დასაბუთების გადახედვა და ჩვენ მივხვდებით, როგორი სტრუქტურით გავხადოთ ეს პროექტი მეტად მიმზიდველი ინვესტორებთან სასაუბროდ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომდევნო წლებში სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.