ნათია თურნავა - ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც პირადად მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, კიდევ ერთი გარანტიაა, რომ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე
ნათია თურნავა - ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც პირადად მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, კიდევ ერთი გარანტიაა, რომ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე

ჩვენი პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ 2024 წელს გავაკეთოთ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის წევრის ბეჟან წაქაძის შეკითხვას, რამდენად მზად არის ქვეყანა, რომ 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის შესასვლელად

„ყველა ჩვენი რეფორმა არის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი მთავარი საგზაო რუკა. ესაა ერთ-ერთი განმაპირობებელი, რომ რეფორმები ჩქარდება და შეუქცევადია ევროპული და ევროატლანტიკური რეფორმების კურსი და კიდევ ერთ-ერთი ფაქტორია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც პირადად მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და ეს კიდევ ერთი გარანტიაა, რომ ჩვენ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე და მივაღწევთ ამ მნიშვნელოვან შედეგს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ, როგორც ახალი მთავრობის მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა სამოქმედო პროგრამა სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ, ასევე უპასუხა პარლამენტარების შეკითხვებს.