ნათია თურნავა - იმედი გვაქვს, ოპოზიცია პასუხისმგებლიან მიდგომას გამოიჩენს და პარლამენტში შევა
ყველას გვჭირდება მშვიდობიანი განვითარება, ბიზნესს სჭირდება მშვიდობიანი განვითარება და ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავა იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობას გამოიჩენს და პარლამენტში შევა.
„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, პოლიტიკური პროცესები მალე დარეგულირდება იმდაგვარად, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიან მიდგომას გამოიჩენს, პარლამენტში შევა და ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში მოექცევა. ჩვენ, ყველას გვჭირდება მშვიდობიანი განვითარება, ბიზნესს სჭირდება მშვიდობიანი განვითარება და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.