ნათია თურნავა - გუდაურში მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ტურიზმის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე იმით, რომ პანდემიამ ვერ შეაფერხა განვითარების პროცესი
ნათია თურნავა - გუდაურში მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ტურიზმის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე იმით, რომ პანდემიამ ვერ შეაფერხა განვითარების პროცესი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გუდაურში, კომპანია „რედკო დეველოპმენტის“ პროექტ „ახალი გუდაურის“ მორიგი ეტაპის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავას განცხადებით, „რედკოს“ მასშტაბური პროექტი ძალიან ღირებულია, როგორც ტურიზმის აღდგენაში შეტანილი უდიდესი წვლილის, ასევე იმ თვალსაზრისითაც, რომ კოვიდპანდემიამ ვერ შეაფერხა განვითარების პროცესი.

„მიუხედავად კოვიდპანდემიისა, კომპანიამ დაასრულა სამუშაოები და შექმნა 150 მუდმივი სამუშაო ადგილი, სადაც დასაქმებულების უდიდესი უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ აპარტოტელების ჩათვლით, უკვე 5000 ახალი ოთახია შექმნილი , 2025 წლის ბოლოსკენ კი, როდესაც პროექტის სრულად დასრულდება, ეს ციფრი გაორმაგდება და კომპლექსი მოიცავს 10 000 ნომერს, რომელიც უმასპინძლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ტურისტებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი აპარტოტელები პროექტის „ახალი გუდაურის“ ნაწილია და პრემიუმ კლასის 852 აპარტამენტს აერთიანებს. ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს, პროექტ „ახალი გუდაურის“ საერთო ინვესტიცია კი 200 მილიონი ლარია.