ნათია თურნავა - გარკვეული შეზღუდვები ჯერ იმოქმედებს, ვაკვირდებით, რა გავლენას ახდენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე თითოეული შეზღუდვის მოხსნა
ნათია თურნავა - გარკვეული შეზღუდვები ჯერ იმოქმედებს, ვაკვირდებით, რა გავლენას ახდენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე თითოეული შეზღუდვის მოხსნა

გარკვეული შეზღუდვები ჯერჯერობით იარსებებს, ვინარჩუნებთ ეტაპობრივ მიდგომას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.

მისი განმარტებით, მთავრობა აკვირდება, რა გავლენას ახდენს თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

„გარკვეული შეზღუდვები ჯერჯერობით იარსებებს, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ეტაპობრივ მიდგომას, რადგან ვაკვირდებით, რა გავლენას ახდენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე თითოეული შეზღუდვის მოხსნა. ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა გაგვირთულებს ამ ანალიზს. მაგრამ ხედავთ, პირვანდელი გეგმა, რომელიც იყო ორ თვეზე მეტ დროზე გაწერილი, ახლა დაჩქარებულია. ეს ხდება ეპიდემიის მართვის გაძლიერების ფონზე“, – განაცხადა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი