ნათია თურნავა - ფიზიკური კავშირების განვითარების მიმართულებით ახალი პროექტი განიხილება, რომელიც ჩვენს ენერგოსისტემას ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემასთან დააკავშირებს
ნათია თურნავა - ფიზიკური კავშირების განვითარების მიმართულებით ახალი პროექტი განიხილება, რომელიც ჩვენს ენერგოსისტემას ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემასთან დააკავშირებს

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფიზიკური კავშირების განვითარების მიმართულებით ახალი პროექტი განიხილება, ეს არის შავი ზღვის ფსკერზე მაღალი გადამცემი ხაზის კაბელის გაყვანა, რომელიც ფიზიკურად დააკავშირებს ჩვენს ენერგოსისტემას ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემასთან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის იდეა ორი-სამი წლის წინ დაიბადა.

„ეს პროექტი ორი-სამი წლის წინ, როგორც იდეა წარმოიქმნა და დღეს ჩვენ უკვე მოვახსენეთ ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს, რომ მსოფლიო ბანკმა დაადასტუროს სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალიან ისტორიულ, მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა მიიღონ დასავლურმა კომპანიებმა და მოვუწოდებთ, რომ მოუწოდონ ევროკავშირის შესაბამისმა სტრუქტურებმა კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა, როგორც შესწავლის დაფინანსებაში, ასევე შემდგომში ინვესტორების და კონტრაქტორების მოძიებაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.