ნათია თურნავა - დროულად მივიღეთ აუცილებელი ზომები და ამას იზიარებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი
ნათია თურნავა - დროულად მივიღეთ აუცილებელი ზომები და ამას იზიარებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი

მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით, გადარჩენილი სიცოცხლეებით, ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოზე ადრე მივიღეთ ზომები, საქართველოს აქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

ნათია თურნავა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

რაც შეეხება პანდემიის ფონზე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, ნათია თურნავას განცხადებით, რეგიონში საქართველოში ერთ-ერთი პირველია, სადაც ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები და კლების ტემპი იქნება -4, -5 პროცენტი.

„ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ვირუსის უკონტროლო გავრცელების დროს საწარმოები ვერ მუშაობენ. დროულად მივიღეთ აუცილებელი ზომები და ამას იზიარებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. საერთაშოროსო საკრედიტო სააგენტოებმა ყველაზე კრიტიკული და კონსერვატიული საზომი უცვლელად დატოვა – ინვესტორებს სჯერათ საქართველოს ეკონომიკური მომავლის“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.