ნათია თურნავა - დღეს მართლაც დიდი დღეა, ჩვენ გეგმაზომიერად მივისწრაფით ევროპისკენ
ნათია თურნავა - დღეს მართლაც დიდი დღეა, ჩვენ გეგმაზომიერად მივისწრაფით ევროპისკენ

დღეს მართლაც დიდი დღეა, ჩვენ გეგმაზომიერად მივისწრაფით ევროპისკენ, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე საუბრისას.

„დღეს მართლაც დიდი დღეა. ჩვენი ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით აღინიშნება ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეს არის ძალიან სიმბოლური, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.

ჩვენ გეგმაზომიერად მივისწრაფით ევროპისკენ და ეს არის ამის სიმბოლო, ამის აღმნიშვნელი.

რა თქმა უნდა, ბევრი ხალხი ჩამოვიდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები არიან ჩამოსული თავისი ინიციატივით, ევროპა ჩვენი შვილებისა და მათი შვილების მომავალია.

ყველა ძალიან კეთილგანწყობილია და რა თქმა უნდა, პარალელურად ეს არის მათი მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის მიმართ, ჩვენი პარტიის მიმართ და ჩვენი კურსის მიმართ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ იმართება