დასავლეთ საქართველოში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მოწყობა იგეგმება
დასავლეთ საქართველოში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მოწყობა იგეგმება

მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომელიც ახლა ენერგეტიკულ პროექტებს აქვთ, 2021 წელი იყო საკმაოდ წარმატებული მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტებისთვის. 40-მდე ახალი მემორანდუმი გაფორმდა კვლევაზე, შესწავლაზე და შემდგომ უკვე მშენებლობაზე, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საუბარია 70 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე.

„დაახლოებით 500 ათასი დადგმული სიმძლავრე მეგავატი ადგილობრივი, ქართული გენერაციის ობიექტების შესწავლა დაიწყო სხვადასხვა, ძირითადად ქართველი ინვესტორების მიერ. ეს არის როგორც ჰიდრო, ასევე ქარი, ასევე მზე. დღესაც ერთ-ერთი ასეთი პროექტი გამოვიტანეთ. ეს არის ქარის 50-მეგავატიანი პროექტი, რომელიც დასავლეთ საქართველოში განხორციელდება. ჯერჯერობით ამ ეტაპზე იწყება შესწავლა, არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს. ჩვენი ახალი რეფორმირებული მხარდაჭერის მექანიზმით, ე.წ. სიდინგ-პრემიუმით ისარგებლებს მხოლოდ. დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია წინასწარი მონაცემები ვთქვათ მხოლოდ, რადგან კვლევაზე გაფორმდა მემორანდუმი და შემდგომ უკვე კვლევა დაადასტურებს, ეს არის დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია“, – განაცხადა თურნავამ.