ნათია თურნავა – ჩვენი რეზერვები დოლარშია დენომინირებული, თუმცა, დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში შევიძინეთ სხვა ვალუტებიც, მათ შორის ჩინური იუანიც, რაც რეზერვებს მეტ მდგრადობას მატებს

14:04, 28.10.2026

ჩვენი რეზერვები დოლარშია დენომინირებული, რადგან მივყვებით სახელმწიფო ვალის სტრუქტურას. თუმცა დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში შევიძინეთ როგორც მონეტარული ოქრო, ასევე სხვა ვალუტები, რომელთა შორის არის ჩინური იუანიც, რაც ჩვენს რეზერვებს მეტ მდგრადობას მატებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, აზიური ბაზრები, მათ შორის ჩინეთის კაპიტალის ბაზარი, განსხვავებული დინამიკით გამოირჩევა, მაგალითად, როდესაც დასავლურ ბაზრებზე გარკვეული შოკებია, აზიურ ბაზრებზე, შეიძლება, სხვა დინამიკა იყოს და ეს უფრო მედეგს ხდის მთლიანობაში ეროვნული ბანკის რეზერვებს.

„ჩვენი რეზერვები დოლარშია დენომინირებული, რადგან მივყვებით სახელმწიფო ვალის სტრუქტურას. თუმცა დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში შევიძინეთ როგორც მონეტარული ოქრო, ასევე სხვა ვალუტები, რომელთა შორის არის ჩინური იუანიც, რაც ჩვენს რეზერვებს მეტ მდგრადობას მატებს. ჩვენ ვაინვესტირებთ ამ რეზერვებს. იგივე აზიური ბაზრები, მათ შორის ჩინეთის კაპიტალის ბაზარი, არის განსხვავებული დინამიკით გამოჩეული. მაგალითად, როდესაც დასავლურ ბაზრებზე არის გარკვეული შოკები, ზემოაღნიშულ ბაზრებზე, შეიძლება, სულ სხვა დინამიკა იყოს და ეს უფრო მედეგს ხდის მთლიანობაში ჩვენს რეზერვებს. ჩვენ აქამდე დაშვებული გვქონდა 5%-იანი ნორმა და, ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად გავზრდით. ჯერჯერობით ალბათ დაახლოებით 15%-ის ფარგლებში დავრჩებით და შემდგომში შევხედავთ, იქნება თუ არა ეს გამართლებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი