ნათია თურნავა - ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რაც პირველ რიგში, ძალიან ძლიერი და თავისუფალი კერძო ბიზნესის არსებობას ითვალისწინებს
ნათია თურნავა - ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რაც პირველ რიგში, ძალიან ძლიერი და თავისუფალი კერძო ბიზნესის არსებობას ითვალისწინებს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა წარმოადგინა ძალიან კომპლექსური მოხსენება, რომელიც შეეხება სამთავრობო პროგრამას. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რაც, პირველ რიგში, ძალიან ძლიერი, თავისუფალი კერძო ბიზნესის არსებობას ითვალისწინებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ აქამდე გატარებული ყველა რეფორმა და ისინიც, რომელთა განხორციელებაც უახლოეს ოთხ წელიწადში იგეგმება, მათ შორის ეკონომიკის სფეროში, სწორედ კერძო ბიზნესის გაძლიერებისკენაა მიმართული.

„რათა კერძო ბიზნესი გავხადოთ სოციალურად პასუხისმგებლიანი და გავხადოთ მთავარ მამოძრავებელ ძალად ეკონომიკის გაჯანსაღების პოსტკოვიდ პერიოდში და, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების და დასაქმების შემქმნელად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.