ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და იმავდროულად დიდი ქველმოქმედი, რაც მისი განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა
ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და იმავდროულად დიდი ქველმოქმედი, რაც მისი განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა

ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და იმავდროულად დიდი ქველმოქმედი, დღევანდელი მისი განცხადებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რადგან მისი პოლიტიკაში მოსვლის და წასვლის პროცესიც იყო ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი ,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა იმ დროს, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა.

„პოლიტიკაში მოვიდა იმ დროს, როდესაც ქართულ საზოგადოებას სწყუროდა ცვლილებები, მან და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ეს ცვლილებები, დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა ასე ვთქვათ მმართველობით სადავეებს. ამ წლების განმავლობაში დაამკვიდრა ახალი, მმართველობითი დემოკრატიული სტანდარტი, ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე არის ორიენტირებული. დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა საზოგადოებამ მესამედ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნდობის მანდატი მიანიჭა ისევ „ქართულ ოცნებას“, ბატონი ბიძინა მიდის პოლიტიკიდან, ამით ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა, ამოცანა ძალაუფლების მოხვეჭა კიარ იყო, არამედ ის, რომ შექმნა სტაბილური გარანტიები იმისა, რომ რევანში შეუძლებელია, საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ მომწიფებული, რათა დემოკრატიული, სტაბილური, ევოლუციური განვითარების გზით იაროს და არ დაუჭიროს მხარი ამბოხს, პროვოკაციას, რევოლუციას და ა.შ. ეს არიას ძალიან დასაფასებელი და იშვიათი პრეცედენტია მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.