ნათია თურნავა - არ არსებობს თვითმფრინავი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მითოლოგიურ ამომრჩევლებს ჩამოიყვანს
ნათია თურნავა - არ არსებობს თვითმფრინავი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მითოლოგიურ ამომრჩევლებს ჩამოიყვანს

არ არსებობს ეგეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩევლებს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება, – ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდეკალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვის პასუხად.

მინისტრი დღეს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

„საბერძნეთიდან მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად შემოსვლა, ოღონდ კარანტინის გავლით. თქვენ დაასახელეთ პოლიტიკური მოტივი, თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული, პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც თითქოს ხელს ვუშლით შემოსვლაში. ჯერ ერთი – რბილად რომ ვთქვათ, ეს არის სიცრუე, რადგან არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს, აქვს შესაძლებლობა, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა ჩვენს საკონსულოებში და საელჩოებში. მეორეც – მე კარგად მესმის თქვენი პოლიტიკური მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც შორს, არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და საქართველოს ხელისუფლება მათ უშლის ხელს.

დამერწმუნეთ, არ არსებობს ეგეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩევლებს და თქვენი რეიტინგი საარჩევნოდ გაუმჯობესდება“, – განაცხადა თურნავამ.