ნათია თურნავა - ანაკლიის პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება სოლიდურია, ეს ჩვენთვის სტრატეგიული, კომერციულად მიმზიდველი პროექტია
ნათია თურნავა - ანაკლიის პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება სოლიდურია, ეს ჩვენთვის სტრატეგიული, კომერციულად მიმზიდველი პროექტია

ანაკლიის პორტის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სოლიდურია მისი ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნათია თურნავა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აშშ-ში იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.

მინისტრის თქმით, პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება, სოლიდური დასაბუთება არის სწორედ ის საფუძველი, რითიც აიხსნება ოთხი სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტის მაღალი ინტერესი პროექტის მიმართ.

„ეს ორგანიზაციები აწარმოებენ ჩვენთან მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ პროექტში. კიდევ ერთხელ ვამბობ,  ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და კომერციულადაც ძალიან მიმზიდველი პროექტი“ – განაცხადა ნათია თურნავამ.