ნათია თურნავა - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა
ნათია თურნავა - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” აუცილებლად ვითანამშრომლებთ, რადგან ძალიან ვაფასებთ მათ წვლილს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის”  სამინისტროს კარი მათთვის ყოველთვის ღიაა.

მინისტრმა განმარტება გააკეთა ფოთის პორტთან დაკავშირებული ბრძანების გაუქმების შესახებ და აღნიშნა, რომ დოკუმენტი გაცემული იყო ისე, რომ არც თვითონ და არც მისი კოლეგები არ ყოფილან საქმის კურსში.

„ეს არ გახლდათ სამშენებლო ნებართვა, ეს იყო მიწათსარგებლობის წინასწარი პირობები ისეთ მიწაზე, რომელიც არ ეკუთვნის ინვესტორს და ეკუთვნის სახელმწიფოს. შესაბამისად, მშენებლობა მაგ დოკუმენტის საფუძველზე ნამდვილად არ დაიწყებოდა. მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის არის საჭირო უამრავი კვლევა, უამრავი დასაბუთება და ეს ჯერჯერობით წარმოდგენილი არ იყო. აქედან გამომდინარე, თუკი ასეთი სურვილი იქნება და ასეთი რამ იქნება წარმოდგენილი, ჩვენ ამას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განვიხილავთ იმ კონტექსტში, რა კონტექსტიც არის ანაკლიის პორტის პრიორიტეტი”, – განაცხადა თურნავამ.