ნათია თურნავა - 20-21 ივნისის მოვლენებმა, რომლებიც ინსპირირებული იყო რევანშისტულად განწყობილი პოლიტიკური ძალების მიერ, რადიკალურად შეცვალეს ტურიზმის აღმავალი ტენდენცია
ნათია თურნავა - 20-21 ივნისის მოვლენებმა, რომლებიც ინსპირირებული იყო რევანშისტულად განწყობილი პოლიტიკური ძალების მიერ, რადიკალურად შეცვალეს ტურიზმის აღმავალი ტენდენცია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც ინსპირირებული იყო რევანშისტულად განწყობილი, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მიერ, რადიკალურად შეცვალა ტურიზმის აღმავალი ტენდენცია. ნათია თურნავამ ამის შესახებ პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, უკვე ივლისის თვეში სამწუხაროდ, ტურისტულმა დარგმა, მცირე ბიზნესმა და ჩვენმა მოსახლეობამ 58 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი დაკარგა, ხოლო შედეგად, მოსალოდნელი მაღალი ზრდის ნაცვლად, შვიდი თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდა 2.1 პროცენტამდე შემცირდა.

„ამასთან, მთავრობა დროულად ჩაერთო ამ პროცესში. ჩვენ მოვახერხეთ ნეგატიური ზემოქმედების ნაწილობრივი შერბილება. თუმცა, მისი სრული ნეიტრალიზაცია შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან დაზარალდა არამხოლოდ ტურიზმი, არამედ მომიჯნავე სფეროებიც. ცალსახად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არა 20-21 ივნისის მოვლენები, საქართველოს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი და ხელშესახები იქნებოდა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.