ნათია მეზვრიშვილი - მთავრობა მუშაობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაშია ჩართული, პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ
ნათია მეზვრიშვილი - მთავრობა მუშაობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაშია ჩართული, პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ

მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბოლო დღეებში დაწესებული შეზღუდვები შეეხოთ და ზარალი განიცადეს,- ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილის განმარტებით, საუბარია განსაკუთრებით სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში ჩართულ მოქალაქეებზე.

„რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში დავაწესეთ, განსაკუთრებით სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში იყვნენ ჩართულები და შემოსავალს იღებდნენ, ბუნებრივია, შეზღუდვები შეეხოთ და გარკვეული ზარალი განიცადეს. მთავრობა მუშაობს ძალიან ინტენსიურად, რომ ამ ადამიანებს რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ ეს პრობლემები. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, მაქსიმალურად მოვექცეთ კანონის ჩარჩოებში, რადგან მოგეხსენებათ, ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში და ეს თემები არ უნდა გახდეს სპეკულირების საგანი, თუმცა ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და შეგვიძლია ეს ადამიანები დავამშვიდოთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.