ნათია კუპრაშვილი - ევროპის მაუწყებელთა კავშირი ნუ მოგვყავს ამ შემთხვევაში მეტრად

კოალიცია „მედიის ადვოკატირების“ კოორდინატორი ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირი მეტრად ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს მოყვანილი.

ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირს პირდაპირი ინტერესი აქვს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს რაც შეიძლება მეტი დაფინანსება ჰქონდეს. ამის შესახებ კუპრაშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავდნენ.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირი არის ძალიან საინტერესო ორგანიზაცია, რომლის კომპეტენციაში პირადად მე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, რა ტიპის ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ – ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლების გაერთიანება, რომელშიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც იხდის გარკვეულ შენატანს და დიახაც, ევროპის მაუწყებელთა კავშირს აქვს პირდაპირი დაინტერესება, გქონდეთ, რაც შეიძლება მეტი დაფინანსება. ასე რომ, ნუ მოგვყავს ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია მეტრად“ – მიმართა ნათია კუპრაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას.