ნატალია ვუტოვა - ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია
ნატალია ვუტოვა - ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია

ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, უწყებებთან. როგორც აღვნიშნე, დღევანდელი ღონისძიება უფრო მეტად არის ფოკუსირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმაზე საქართველოში“, – განაცხადა ვუტოვამ სასტუმრო „პულმან თბილისში“ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩო. მიმდინარე რეფორმა და საკითხები შემდგომი გაუმჯობესებისთვის“.