ნატალია გავრილიცა - მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ვართ ევროპული გზის ერთგულები, აღმოსავლეთ პარტნიორობამ დააკავშირა ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ურთიერთობები უფრო ღრმა გახდა
ნატალია გავრილიცა - მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ვართ ევროპული გზის ერთგულები, აღმოსავლეთ პარტნიორობამ დააკავშირა ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ურთიერთობები უფრო ღრმა გახდა

მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ვართ ევროპული გზის ერთგულები. აღმოსავლეთ პარტნიორობამ დააკავშირა ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ურთიერთობები უფრო ღრმა გახდა. ჩვენი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ ნათელი გზა, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერმა, ნატალია გავრილიცამ ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მოლდოვის პრემიერის თქმით, მოლდოვის რესპუბლიკაში ბოლო პოლიტიკურმა ცვლილებებმა გააძლიერა მათი ქვეყნის შემართება, ინტეგრირება მოახდინონ ევროკავშირთან.

„ჩვენმა მოქალაქეებმა მისცეს მანდატი მიმდინარე მთავრობასა და პარლამენტს, რათა მოლდოვამ გააგრძელოს რეფორმების ამბიციური გზა, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს. ჩვენ ძალისხმევას ვწევთ სამართლის რეფორმაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა განხორციელებულიყო, ეს არის მაგალითად ციფრული ტრანსფორმაცია, გამწვანება. ჩვენ ამბიციური ეკონომიკური გეგმის თვალსაზრისითაც ვმუშაობთ, რომელსაც კომისია ამ ზაფხულში ეცნობოდა, ამას სჭირდება დრო და ძალისხმევა, განსაკუთრებით, როდესაც მსოფლიო გადის პანდემიის, ჯანდაცვისა და ეკონომიკის კრიზისს. ჩვენი გზა ნათელია, ძლიერი, დამოუკიდებელი, აყვავებული მოლდოვა, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული ევროკავშირთან, ყველა მისი მოქალაქის ინტერესიდან და სარგებლიდან გამომდინარე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, გამოწვევის შემცველი რეფორმები პირველ ფრონტზე იქნება ამ მიმართულებისა. როგორც ტრიომ, ჩვენ შეგვიძლია წარმატებას მივაღწიოთ მხოლოდ ევროკავშირის მხარდაჭერით და შეგვიძლია, მოვახდინოთ ადვოკატირება უფრო ძლიერი ევროკავშირის მხარდაჭერისა ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვახდენთ პრიორიტეტიზაციას კონკრეტული მიზნებისა, რომელსაც მივმართავთ მიმდინარე სამიტის თვალსაზრისით, ეს არის გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგი, სექტორალური ინტეგრაცია, ეკონომიკური მიმართულება, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა იმ მიმართულებებში, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის და რომელსაც პოტენციალი აქვს, მოახდინოს პოზიტიური ტრანსფორმაცია მათი ცხოვრებისა, რომ უფრო ადვილი გახდეს მაგალითად ტრანსასაზღვრო ტრანზაქციები ერთიანი ევროკავშირის გადახდის სისტემაში შესვლით“, – განაცხადა გავრილიცამ.

მოლდოვის პრემიერის განცხადებით, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე წარმატებას ელოდებიან.

„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მედეგობას, ვითვალისწინებთ, რომ ამ მედეგობას მოაქვს სარგებელი ყველასთვის, აქ ჩვენ მოვახდენთ უფრო დიდ აქცენტირებას ჩვენს უსაფრთხოებაზე კლასიკური თვალსაზრისით და იმ თვალსაზრისით, რომ წინ აღვუდგეთ ჰიბრიდულ საფრთხეებს. ჩვენ, ასევე ვაძლიერებთ უსაფრთხოებას, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კავშირებს, რეფორმებს სამართლის სფეროში, რათა შიდა მედეგობა იქნას მიღწეული. ეს გახლავთ ის თემები, რომელიც ერთმანეთში განვიხილეთ. ჩვენს ეს გვაძლევს საშუალებას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და ველით წარმატებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და დეკლარაციას, რომელიც მოიცავს ჩვენს საერთო ამბიციებს და ახალ კონკრეტულ შემოთავაზებებს“, – განაცხადა სანდუმ.