ნატალი ლუაზო – საქართველოს პარლამენტს გაყალბებული არჩევნების შედეგად სურს, აირჩიოს ახალი პრეზიდენტი, მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც წარმოადგენს მოქალაქეების მისწრაფებებს

14:54, 14.12.2024

საქართველოს პარლამენტს გაყალბებული არჩევნების შედეგად სურს, ქვეყნისთვის აირჩიოს ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი, მაშინ როდესაც ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეები აქციებს მართავენ, რათა დაადასტურონ ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი საფრანგეთიდან, ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.

„სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მოქალაქეების მისწრაფებებს წარმოადგენს“, – წერს ნატალი ლუაზო.

ცნობისთვის, საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს, პირველად, არაპირდაპირი წესით აირჩევს.

მსგავსი