ნატალი ლუაზო – არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას
არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველი „პრემიერ-მინისტრი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და მას გისოსებს მიღმა წარმოიდგენს. არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“, – წერს ლუაზო.
Le « Premier ministre » Géorgien (les guillemets rappellent qu’il est issu d’une élection truquée) menace la Présidente légitime @Zourabichvili_S et l’imagine derrière les barreaux. Nous ne laisserons pas le parti au pouvoir attenter à la liberté des Géorgiens et de leur… https://t.co/T3CpMlNeqr
— Nathalie Loiseau (@NathalieLoiseau) December 22, 2024