NASA „პერსევერანსის“ მიერ მარსზე დაშვებისას გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს — #1tvმეცნიერება
NASA „პერსევერანსის“ მიერ მარსზე დაშვებისას გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს — #1tvმეცნიერება

NASA თავის ახალი მავალის, „პერსევერნასის“ მიერ მარსის ატმოსფეროში შესვლის, დაშვებისა და ზედაპირთან შეხებისას, უკანასკნელ წუთებში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. ისტორიაში პირველად, მავალზე დამონტაჟებულმა მიკროფონმა ჩაიწერა ხმებიც სხვა პლანეტაზე.

პარაშუტის გახსნის მომენტიდან, კამერების სისტემამ მავალის ეზეროს კრატერში დაშვების მთლიანი პროცესი გადაიღო. მაღალი გარჩევადობის კამერების მიერ გადაღება ზედაპირიდან 11 კმ სიმაღლეზე იწყება, ჩანს პარაშუტის გახსნა და ბოლოს, კადრები მავალის მარსის ზედაპირთან შეხებით სრულდება.

ვიდეო ასევე ასახავს სიცხისგან დამცავი, გახურებული ფარის მოძრობას მარსის ატმოსფეროში შესვლის შემდეგ. ვიდეო მთავრდება „პერსევერანსის“ ალუმინის ბორბლების ზედაპირთან შეხებით 2,6 კმ/სთ სიჩქარით და შემდეგ, ჩამშვები კაბელების გაწყვეტას და მოძრობას.

NASA-ს ახალი მარსმავალი, სახელად „პერსევერანსი“ წითელ პლანეტაზე 18 თებერვალს, ეზეროს კრატერში დაჯდა. დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ, ამ კრატერში მდინარე ჩაედინებოდა და ტბას წარმოქმნიდა. მავალი მდინარის დამშრალ დელტაში დაეშვა, სადაც ის უძველესი, შესაძლო მიკრობული სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით